საზოგადოება
ქორწინების და განქორწინების ერთი წლის სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოში ქორწინების მაჩვენებელი 41.5%ით, ხოლო განქორწინება - 39.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის - 29 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის - 31.5 წელს შეადგენს.

ამასთან, 2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
Print