საზოგადოება
29 წელი საკუთარი საცხოვრებლის მოლოდინში
29 წლიანი ლოდინის და არაერთი დაპირებების შემდეგ სანატორიუმ „ბორჯომსა“ და „ლიკანში“ მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. ბორჯომში, უკვე გამოიყო ტერიტორია სადაც დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მრავალი წელია დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. სანატორიუმ „ბორჯომს“ საძირკველი დღითიდღე ეცლება. ავარიულ შენობაში ცხოვრება სულ უფრო საშიში ხდება.
Print