საზოგადოება
ბორჯომში ქუჩების დასუფთავება მიმდინარეობს (R)
ბორჯომში მასშტაბური საგაზაფხულო დასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დასუფთავებით სამუშაოებს ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან" ერთად "ბორჯომის გამწვანების სამსახური" ახორციელებს.



დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, სუფდავდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ინტენსიურ რეჟიმში ხდება საფეხმავლო ბილიკებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტომოსაცდელების, მოაჯირებისა და ურნების რეცხვა. ასევე, ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ქვა-ღორღისაგან იწმინდება ქალაქის ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ხდება ქუჩების რეცხვა.


ცენტრალური ქუჩების დასუფთავების შემდეგ დაიწყება სხვადასხვა უბნების დასუფთავება.




Print