სპორტი
ბორჯომელი ნინო პაპიძე საქართველოს ჩემპიონია ძიუდოში
19 თებერვალს გორში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. სადაც გოგონებს შორის მძიმე წონით კატეგორიაში, ბორჯომელმა ნინო პაპიძემ, პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისი მედლით და სიგელით დაჯილდოვდა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს 2005-2007 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა.

ნინო პაპიძემ ტელეკომპანია ,,ბორჯომთან" საუბრისას აღნიშნა რომ ამ ტურნირში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო, მაშინ მესამე ადგილი დაიკავა. წელს გამართულ ტურნირში მას ოთხი მოწინააღმდეგე ჰყავდა. არცერთი შეხვედრა  30 წამზე  მეტხანს არ გაგრძელებულა. გამარჯვებულები ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა დააჯილდოვა.



ძიუდოთი 2020 წლიდან დაინტერესდა. ნინო მომავალშიც აპირებს სხვადასხვა შეჯიბრებში მონაწილეობას. ამჯერად ის თბილისში აგრძელებს ვარჯიშის.
Print