საზოგადოება
საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, ხოლო სიმძლავრით 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ასევე სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც კიდევ რამდენიმე მიწისძვრა მოჰყვა.
Print