ახალი ამბები
სანატორიუმ "ბორჯომში" მცხოვრებ დევნილებს სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა
ლიკანში, სანატორიუმ "ბორჯომში" მცხოვრებ დევნილებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მათ ადგილზე ესტუმრა ჯანდაცვის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბერდია ფირცხალაური. გაეცნო ყოფილ სანატორიუმის შენობაში მოძველებულ საკანალიზაციო სისტემის პრობლემას.


სანატორიუმ "ბორჯომში" საკანალიზაციო სისტემა უკვე წლებია დაზიანებულია. მილებიდან წამოსული ფეკალური მასა სარდაფში გროვდება, აზიანებს შენობის საძირკველს და კედლებს. ამის შესახებ, ტელეკომპანია "ბორჯომმა" მასალა არაერთხელ მოამზადა.


დევნილებით დასახლებულ სანატორიუმ „ბორჯომის“ შენობას მალე შესაძლოა საძირკველი გამოეცალოს;

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეს სანატორიუმ "ბორჯომის" პრობლემებს გაეცნენ;

სანატორიუმ "ბორჯომში" საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება;

დაზიანებული სახურავი და ავარიული შენობა - სანატორიუმ "ბორჯომიდან" დევნილები გასახლებას ითხოვენ;

სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა სანატორიუმ "ბორჯომში";

სანატორიუმ "ბორჯომის" საძირკველი ფეკალური მასით იტბორება;

ფეკალური მასით სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე სანატორიუმ "ბორჯომში";

დევნილები საკუთარი ჭერის მოლოდინში.


ჯანდაცვის სააგენტოს რეგიონულმა წარმომადგენელმა დევნილების პრობლემები მოისმინა და რეაგირებას დაპირდა. საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად, დევნილები საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. რამდენად დაკმაყოფილდება მათი ეს მოთხოვნა, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. შეხვედრის დეტალებზე ტელეკომპანია "ბორჯომთან" სანატორიუმ "ბორჯომის" დირექტორმა კახა ქოქუაშვილმა ისაუბრა.

"სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელი ბერდია ფირცხალაური იმყოფებოდა გუშინ ბორჯომში და ჩვენს სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემას წარმოადგენს საკანალიზაციო სისტემა და იმედს ვიქონიებთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. დევნილები ბინებით უზრუნველყოფასაც ითხოვენ და არ ვიცი, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. ხშირი კომუნიკაცია აქვს რეგიონულ წარმომადგენელს სანატორიუმ "ბორჯომში" დევნილებთან და ჩვენც შემდგომ რეაგირებას ველოდებით" - აცხადებს სანატორიუმის დირექტორი კახა ქოქუაშვილი.
Print