საზოგადოება
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება
თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება.
10 000 ინფიცირებული ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველდღე 1500 ბავშვი არის კორონავირუსით ინფიცირებული. როცა ჩვენ ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში" - განმარტავს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, „მწვანე პასპორტების“ მთლიანად გაუქმება და ამოღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ის განმარტავს, რომ „მწვანე პასპორტის“ გაუქმება კიდევ უფრო მეტად შეამცირებს დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელს.

„მწვანე პასპორტების“ გაუქმება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნაკლები განცდაა. დახურული სივრცე „მწვანე პასპორტის“ აუცილებლობას გულისხმობდა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი უფრო მეტი იქნება. საქართველო ჯერ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ „მწვანე პასპორტის“ მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი.
Print