საზოგადოება
საბა ქუმარიტაშვილი ჩინეთში საციგაო ტრასის დათვალიერების დროს
ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი ჩინეთში საციგაო ტრასის დათვალიერების დროს




საბა ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს


ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები).

ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.
Print