საზოგადოება
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ინფიცირების გამო მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.

კორონავირუსი დაუდასტურდათ:

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს;

ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს;

თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს;

განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.


Print