საზოგადოება
ვინ ისარგებლებს ელექტროენერგიის სუბსიდირებით
მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.

„მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამა იანვრიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
Print