საზოგადოება
,,ჰელფინგ ჰენდი’’ ბორჯომში მოზარდებისთვის პროექტს იწყებს
გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტიორობით ახალი პროექტი იწყება მოხალისე მოზარდებისთვის. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’-ს მიერ. პროექტის მიზანია მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.

პირველ ეტაპზე, კონკურსის გზით შეირჩევიან 13-დან 19 წლამდე მონაწილეები - მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაციის გზით. პროექტი განხორციელდება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, სადაც მოზარდები ახალგაზრდულ კლუბებს დააფუძნებენ, კლუბების ძირითადი საქმიანობა კი ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზება იქნება.

პროექტის მიმდინარეობისას თანასწორ-განმანათლებლები გაივლიან თემატურ საინფორმაციო- საგანმანათლებლო სესიებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კომპეტენციების ამაღლებას. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი თანატოლებს გაუზიარებენ თავიანთ თემში. მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო გრანტები და განახორციელონ მცირე, ლოკალური პროექტები. ისინი თავად შექმნიან ეფექტურ მოხალისეობრივ სერვისებს ადგილობრივი თემისა და თანატოლებისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ყველაზე მოწყვლად რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და ღონისძიებებს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები.

პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ, მოზარდების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომელსაც თავად ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, რათა ხელი შეუწყონ ჰიგიენის დაცვას, ვირუსის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს.

რეგიტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/jjKkbqW575w7uaF97


Print