საზოგადოება
UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა
UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული. მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვინც ნახა იუნესკოს სია, იქ წერია, რომ მთავრობასთან მოკითხულია რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და დასკვნებს არ აკეთებს.

„იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადეობამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
Print