საზოგადოება
ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ნომინაცია 2021 - წლის კომპეტენტური და გაწონასწორებული
მიუხედავად კოვიდისა, პაციენტებისა, ემოციური მდგომარეობისა, მოუცლელობისა და დაღლილობისა, მთელი წლის მანძილზე იყო რესპონდენტი, რომელიც ყოველთვის ნახულობდა დროს, ჩვენს კითხვებზე გაეცა პასუხები. თითქმის ყოველდღიურად, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში თეა გოგალაძე გვაცნობდა კოვიდვითარებას, პაციენტების მდგომარეობას და სიახლეებს აცრებთან დაკავშირებით. ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელი გამოირჩეოდა სიმშვიდით და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებით. ხშირად გვაძლევდა რჩევებსაც, საჭიროების შემთხვევაში. წლის კომპეტენტური და გაწონასწორებული რესპონდენტის ნომინაციას ვანიჭებთ თეა გოგალაძეს.
Print