საზოგადოება
ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ნომინაცია 2021 - ,,წლის პასუხისმგებლიანი რესპონდენტი"
დავაჯილდოვეთ ადამიანი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი გამორჩეული ტელეკომპანია „ბორჯომის“ ყველა ჟურნალისტისთვის. მიუხედავად კოვიდპანდემიისა და რთული კითხვებისა, ჩვენს რესპონდენტს არცერთხელ აურიდებია თავი პასუხების გაცემისგან. ხშირად დაკავებულიც ყოფილა, თუმცა დრო ჩვენთვის ყოველთვის გამოუნახავს. თანამშრომლობა მხოლოდ მიმდინარე წლით არ შემოიფარგლება.

ამიტომ გადავწყვიტეთ, „წლის პასუხისმგებლიანი რესპონდენტის“ ნომინაცია მივანიჭოთ ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს ნინო ბენდელიანს.


Print