საზოგადოება
ბორჯომელი სტუდენტები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ
დღეს ბორჯომელი წარჩინებული სტუდენტები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მათ აქამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით მიიღეს. არიან ორგზის წარმატებული კურსდამთავრებულებიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საერთო ჯამში 62 წარჩინებული სტუდენტია. ბორჯომის სამუსიკო სკოლაში მათ სერთიფიკატები, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადეს. დაჯილდოების შემდეგ, ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერიც.
Print