საზოგადოება
როგორ ეხმარება სტაციონარული მომსახურების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ბორჯომელებს (R)
სტაციონარული მომსახურების პროგრამით მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ ბიუჯეტში 900 000 ლარი გაითვალისწინა. ნოემბერში 102-მა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული დახმარებით. როგორც სტაციონარული მომსახურების, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გათვლილია როგორ სოციალურად დაუცველ, ასევე აღნიშნული სტატუსის არ მქონე მოქალაქეებზე.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ნოემბერში ისარგებლა 60-მა ბენეფიციარმა, თანხა გაიცა 5 776 ლარი. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები იღებენ 150 ლარის მედიკამენტებს, ხოლო აღნიშნული სტატუსის არ მქონე პირები 100 ლარის მედიკამენტებით სარგებლობენ.

Print