საზოგადოება
"არ ვიცი, ვის და რამდენი ხნით ენიჭება სტატუსი" - ბორჯომელები "მწვანე" პასპორტების შესახებ
განცხადება, რაც საკოორდინაციო საბჭომ მიმდინარე კვირაში გააკეთა, არის ის რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება.
გიორგი ღიბრაძის კომენტარს, მალევე მოყვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „მწვანე სტატუსის“ საკითხი შესაძლოა გადაიხედოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის არის ორნაირი პასპორტი. ერთი, საერთაშორისო გამოყენებისთვის, სადაც დატანილია QR კოდი, ხოლო მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღრიცხულია, რომ თუ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი, ჩაითვლება, რომ ამ პასპორტით შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში. თუმცა, რომელ დაწესებულებაში ვინ როგორ შეძლებს შესვლას, ეს ინფორმაცია არ დაუკონკრეტებიათ.

კვირის ამ განცხადებების ფონზე, რა გაიგო მოსახლეობამ. აქვთ თუ არა „მწვანე სტატუსი“ და შეძლებენ თუ არა სტუმრობას სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე. მოისმინეთ ხალხის აზრი.

Print