საზოგადოება
როგორ მიიღებენ 1-ელი დეკემბრიდან კვების ობიექტები სტუმრებს
პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიმდინარე კვირაში მიიღო. ასევე, 1 დეკემბრიდან, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ, თუმცა ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს. რას ფიქრობენ ბორჯომში არსებულ კვების ობიექტებში. ვრცლად გაიგეთ სიუჟეტიდან.



Print