საზოგადოება
ონლაინ კაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადი გაეზარდოთ, შემდეგ საერთოდ აიკრძალოს – ღარიბაშვილის ინიციატივა
ონლაინ კაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადი გაეზარდოთ, შემდეგ საერთოდ აიკრძალოს – ღარიბაშვილის ინიციატივასაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზიონების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, სწორედ ეს ადამიანები რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი და არა მხოლოდ ისინი, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხდა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე წარმოვადგენთ,

“მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათი აბსოლიტური უმრავლესობა დღეს უკვე არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში, მილიარდ 500 მილიონი, აქედან 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი რომლებიც არ მუშაობენ, ამიტომ პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავკრძალოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონალინ კაზიონები, აი ეს ხედვა მაქვს”,

Print