საზოგადოება
ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ამის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.

„სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ამ წუთში არ ვიცი მისი მდგომარეობა. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს. როცა წაიქცა, წაქცეულზე, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ხელით გავუხსენი თვალები. არ ვიცი სად აიყვანეს, დააწვინეს და აიყვანეს“, - განაცხადა ბასილაიამ.
ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია იმყოფება. დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 49-ე დღეა
Print