საზოგადოება
რას ფიქრობენ ბორჯომში მწვანე პასპოტებზე?
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ Covid-ბარათით შეძლებენ შესვლას დაწესებულებების ნაწილში. კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს - არა.

რას ფიქრობენ ბორჯომში მწვანე პასპოტებზე?




Print