საზოგადოება
პოლიცია სუს-ის შენობასთან აქციის მონაწილეებს აკავებს
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. ვაჟა სირაძეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენი მხარდამჭერის დაკავება მოხდა სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაუგებარია რატომ აკავებენ ადამიანებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 8 ნოემბერს საპტოტესტო აქციების სამი ძირითადი მოთხოვნა დაასახელა:

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში
წართმეული არჩევნების დაბრუნება
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

Print