საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტებისთვის სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი და ის დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზებთან.
რაც შეეხება აპლიკაციებს და როგორ უნდა ისარგებლოს მოსახლეობამ აღნიშნული სტატუსით. ეს რეგულაცია გაფართოვდა და შესაბამისად, აქამდეც მოქმედებდა და ის მოქმედებდა სპეციალური ვებ-გვერდის მეშვეობით - covidpass.moh.gov.ge, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. „მწვანე პასპორტებზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია სტატუსი მუდმივად თან ატაროს სმარტფონების მეშვეობით.

„იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს. ასევე, სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის მეშვეობით. დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. 1-ელ დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და იქნება საშუალება იმისა, რომ ყველა დეტალი გავიაროთ ყველასთან და შესაბამისად, 1-ელი დეკემბრიდან აღნიშნული ე.წ. „მწვანე პასპორტის“ სტატუსი გაფართოვდება და უფრო ვრცლად იმუშავებს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან გაფართოვდება ე.წ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და მისი მოქმედების არეალი. 
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ, ვისაც სმარტფონი არ აქვს, კოვიდპასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეეძლება.

„ეს აპლიკაცია დაკავშირებულია ჩვენს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორ ბაზასთან: იმუნიზაციის ბაზა და ასევე, კოვიდლაბ ბაზა, სადაც ყველა დიაგნოსტირებული ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სწორედ ამ ბაზებიდან ამოიღებს აპლიკაცია ინფორმაციას კოვიდ დადებითი თუ ხართ, პსრ გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში გაკეთებული, ან ბოლო 24 საათში ანტიგენის ტესტი. შესაბამისად, აცრის სტატუსსაც ამოიღებს.

ვისაც არ აქვს სმარტფონი და ეს ჩვევა, რომ იმუშაოს აპლიკაციასთან, მათ იუსტიციის სახლში შეუძლიათ აიღონ ქაღალდზე კოვიდპასპორტი და ესეც იმუშავებს იმ დაწესებულებებში შესვლაზეც, რომელიც უკვე დადგენილია.
რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის კოვიდპასპორტი ნაკლებად იმუშავებს. არამგონია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა რესტორნებსა და გასართობ ცენტრებში დადიოდეს, სადაც დღეს დავადგინეთ ეს მოთხოვნა. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სწორედ ხანდაზმულებისთვის წამახალისებელი მექანიზმი ვფიქრობ, რომ სერიოზულად იმუშავებს,“- განაცხადა გამყრელიძემ.


Print