ახალი ამბები
ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია - განკვეთილი მღვდლები მონასტრიდან გააძევეს
ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეპარქიიდან პოლიციას სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაჰყავს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა „სამონაზვნო აღთქმის ყოველდღე დარღვევის" გამო.

ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

როგორც ბერ-მონაზვნები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ, რის გამოც ეპარქიიდან წასვლას არ აპირებდნენ. განკვეთილები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან.

სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი ამ დროისთვის პოლიციაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მარტვილის პოლიციის სამმართველოში 4 სასულიერო პირი გადაიყვანეს.


Print