Error
საზოგადოება
მომრავლებული ძაღლები ბორჯომის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
ბორჯომში მიუსაფარი ძაღლები კვლავ მთავარი პრობლემაა. ქალაქის ტერიტორიაზე მათ არაერთ ადგილას შეხვდებით. განსაკუთრებით კი შენიშნებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარედ. პედაგოგები და მშობლები, მოსწავლეების სკოლებში უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემაზე საუბრობენ.
ბორჯომის ახალი მერი ოთარ არბოლიშვილი პრობლემის მოგვარების ალტერნატივად მუნიციპალური თავშესაფრის აშენებას მიიჩნევს.
რა პერიოდი იქნება საჭირო მუნიციპალური თავშესაფრის ასაშენებლად, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები და შესაბამისი სტანდარტები, კონკრეტულ ვადებს ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ აკონკრეტებენ. იქამდე კი მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც მიუსაფარი ძაღლების შიში აქვთ, გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ.


Print