საზოგადოება
სადგერში დაზიანებული მილი შეკეთებულია
წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის ცენტრის მენეჯერი ვახტანგ ლაცაბიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის, სადგერში დაზიანებული მილი შეაკეთეს და პრობლემა მოგვარებულია. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მილის საშუალებით წყალი მიეწოდებოდა ბორჯომის ცენტრალურ პარკში არსებულ ჩანჩქერს.
შეგახსენებთ, დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მილი იყო დაზიანებული, საიდანაც წყალი სამანქანო გზაზე გადმოიოდა და ტერიტორიას ტბორავდა.




Print