საზოგადოება
8 ნოემბრიდან აშშ-ში მოგზაურობა შეეძლებათ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს
აშშ აუქმებს კორონავირუსის პანდემიის გამო უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მოგზაურობისთვის თითქმის ორი წლის წინ დაწესებულ შეზღუდვებს.
პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
ახალი რეგულაციები 8 ნოემბრიდან შევა ძალაში. კერძოდ, ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის საბუთითა და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით.
18 წლამდე ასაკის მოგზაურებს აშშ-ში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა არ მოეთხოვებათ, თუმცა არასრულწლოვნებმა უნდა წარადგინონ კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი.
აშშ-ის მიერ ავტორიზებულია Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და Johnson&Johnson-ის ვაქცინები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი.

საქართველოში იმუნიზაციისთვის გამოიყენება ყველა ეს ვაქცინა, გარდა Moderna-ს და Johnson&Johnson-ის ვაქცინებისა.

Print