საზოგადოება
საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში ორი მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:52 საათზე, გარდაბანთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ბიძგი იგრძნობოდა დედაქალაქშიც.
24 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:04 საათზე, სომხეთ-საქართველოს საზღვართან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი სამების მიმდებარედ, 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა სოფელი სამებიდან 9 კილომეტრში, 9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

Print