საზოგადოება
ბორჯომში კოსტავას მოედნის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში განახლდება
ბორჯომში კოსტავას მოედნის ქვაფენილით მოპირკეთება უახლოეს დღეებში დაიწყება. ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაოები არ მიმდინარეობდა. როგორც მერიაში განმარტეს მშენებელი მასალის შემოტანას ელოდა. ამ დროისთვის მოედნის მოსაწყობი სამშენებლო მასალა შემოტანილია.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებლის , სოსო რაზმაძის განცხადებით, კოსტავას მოედანზე ფილების დაგება ნოემბრის თვეში დასრულება.პროექტი,რგოროც მოედანის ასევე, კოსტავას ბაღის რეაბილიტაციას მოიცავს, რომელსაც კომპანია ჯავა ახორციელებს.


Print