საზოგადოება
“საკუთარი ხელებით“-გამოფენა-გაყიდვა წაღვერის საჯარო სკოლაში

წაღვერის საჯარო სკოლის ეზოში გამოფენა გაყიდვა მოეწყო.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების და მეწარმეობის საგნის გავლის პარალელურად საპროექტო იდეა განახორციელეს. პროცესში პედაგოგიც ჩაერთო.
უფროსკლასელებმა შექმნეს დიზაინი,გადაიტანეს მაისურებზე და საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას გააცნეს.

საკუთარი ხელებით ასე ქვია პროექტს, რომელიც ახალგაზრდებმა განახორციელეს და გარემოს დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება. პროექტით მეთერთმეტეკლასელები გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას შეეცადნენ.

პროექტის ინიციატორები და ორგანიზატორები საგნის შესწავლას მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც გააგრძელებენ. სამომავლოდ ახალ იდეებზე მუშაობას აპირებენ და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას გეგმავენ.

 


Print