საზოგადოება
ბოლო თვის განმავლობაში ნავთობპროდუქტებზე ფასი 4.7%-ით გაიზარდა
ბორჯომში დღეს 4 ქსელურ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი 3 ლარს გადასცდა. ევრო რეგულარის ფასი ყველა ბენზინგასამართ სადგურზე 3.03 ლარი შეადგინა. ფასი გაზრდილია სხვა ხარისხი და სახეობის საწვავზეც.
ნავთობპროდუქტებზე ტარიფის ზრდის ტენდენცია ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში შეინიშნება და საშუალოდ ზრდა 4.7%-ს შეადგენს.

ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატება მძიმედ აისახება სამარშუტო ტაქსების მძღოლებზეც, მათი თქმით ფასის მატება ზოგად სოციალურ ფონს ამძიმებს
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საწვავზე ფასის ზრდას მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტების გაძვირებას უკავშირებს.

მისივე შეფასებით ფასის ცვლილებაზე მოქმედებს არამყარი ეროვნული ვალუტა და ხელისუფლების მიერ გაზრდილი აქსის გადასახადი

ბედინეიშვილი არ გამორიცხავს რომ საწვავზე ფასის ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებას გამოიწვავს. ფინანსისტი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს.
ამ დროისთვის ბორჯომში საწვავის გაძვირება ტრანსპორტის ტარიფზე არ ასახულა, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა სამომავლოდ არსებული ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ.



Print