საზოგადოება
ბაკურიანში კოხტაგორის საბაგირო სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაკურიანში კოხტაგორაზე არსებული საბაგიროს სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ძირითადი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. ხდება მისი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება და საბაგირო ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, 29 ივნისს კოხტაგორაზე მეხის დაცემის გამო საბაგიროს სადგური დაიწვა და ამის შემდეგ დაიწყო მისი განახლება.
Print