საზოგადოება
პურზე ფასმა 15-20 თეთრით მოიმატა
ბოლო დღეების განმავლობაში, დახლებზე მომხმარებელს პური გაძვირებული დახვდა. საქართველოში პურის ფასი 15-20 თეთრით გაიზარდა. მაღაზიებში გვეუბნებიან, რომ ფასების მომატება ზაფხულიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ფასი გაზრდილია სხვადასხვა ხარისხის ფქვილზეც. მაღაზიებში ამბობენ, რომ ღირებულება თითქმის ყოველდღიურად იცვლება ნედლეულზე. შეძენა და შემოტანა მათაც გაძვირებული ტარიფით უწევთ.

პურის ფასის მატებაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, პური თითოეული ოჯახისთვის ძირითადი საკვები საშუალებაა და მომატებული ღირებულების გადახდა დღითიდღე უჭირთ.

Iset-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანის ეკონომისტის განცხადებით, პურზე ფასის მატების ძირითადი მიზეზი ის არის , რომ ძირითადმა მომწოდებელმა რუსეთმა შეზღუდვები დააწესა ხორბლის ექსპორტზე. სალომე გელაშვილის თქმით სოციალური ფონის გათვალისწინებით, ნებისმიერი ცვლილება საკვებზ პროდუქტებზე, მძიმებდ აისახება მოსახლეობაზე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს. მისი შეფასებით, არ არის გამორიცხული სამომავლოდ ქვეყნაში პური კიდევ გაძვირდეს.


Print