საზოგადოება
დისტანციის დაცვის პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა.
ბოლო პერიოდის მონაცემებით ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 47 პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების ნახევარი თავს არიდებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებას.

საქალქთაშორისო და მუნიციპალური ტრანპორტი გადაადგილების ძირითადი საშუალებაა, შესაბამისად აქ დისტანციის დაცვა ყველაზე რთულია, განსაკუთრებით მუნიციპალურ ტრანსპორტში. ბორჯომში მძღოლების თქმით, მგზავრები პირბადეს ატარებენ, თუმცა ხშირად დგება შენიშვნის მიცემის საჭიროება.

4 ოქტობრიდან განახლდა სწავლა სკოლებში, რამაც გაზარდა სატრანპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობა. განსაკუთრებით უჭირთ დისტანციის დაცვა სოფლის მოსახლეობას
დაავადებათ კონტროლის ცენრის დირექტორის თქმით, იმისთვის რომ შევამციროთ იმფიცირების მაჩვენებელი საჭიროა პირბადის ტარების რისცვი 95%-ზე ავიდეს .

ამ ეტაპზე ჯარიმა პირბადის გარეშე გადააგდილებბის შემთხვევაში 20 ლარს შეადგენს.




Print