ახალი ამბები
გადათხრილი გზა და გართულებული საავტომობილო მოძრაობა კოსტავას მოედანზე
კვირაზე მეტია ბორჯომში, კოსტავას მოედნის ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებულია. მოხდა გზის დემონტაჟი, ავტომობილების გადაადგილება კი გართულდა. მძღოლები გზის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი სამუშაოების განახლებას უახლოეს ვადებში გვპირდებიან. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ოთხი მილიონ ასი ათასი ლარით არის დაფინანსებული.



Print