საზოგადოება
დაცლილი სოფელი - მიგრანტი ქალების ცხოვრება საზღვრის მიღმა და სამშობლოში
ციხისჯვარი ეთნიკური ბერძნებით დასახლებული სოფელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აქ შრომითი მიგრაცია ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. 600 ოჯახიდან დაახლოებით 100 ოჯახი შემორჩა სოფელს. ადგილობრივები სამუშაოდ საბერძნეთში გაემგზავრნენ და უკვე წლებია ოჯახებთან ერთად იქ ცხოვრობენ. უმრავლესობა საბერძნეთში მუდმივად ცხოვრობს და მშობლიურ ციხისჯვარს სტუმრის სტატუსით სტუმრობს. სოფელს ისინი ზაფხულობით სტუმრობენ და მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება დასახლება ხმაურიანი. 

ბოლო წლებში, მიგრაციით დაღლილმა რამდენიმე ემიგრანტმა, ციხისჯვარში დაბრუნება და ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კი ზოგიერთმა მათგანმა კოვიდპანდემიის დროს მიიღო.


როგორია მიგრანტი ქალების ცხოვრებაში საზღვრის მიღმა და სამშობლოში, ნახეთ ვიდეოში.



Print