საზოგადოება
ბორჯომში ოთხი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება
,,საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზის მომარაგების ხელშეწყობისთვის, 2022-2024 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის # 2120 განკარგულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად დამტკიცდა გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დიდ მიტარბი, დვირი, ქვაბისხევი და ჩითახევი გაზიფიცირდება.

შპს ,, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყონ ქვეყნის მაშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხირციელება, რომელთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს 121 750 620 ლარს.
Print