საზოგადოება
"გული არ ბერდება, მეხანძრეების გვერდით ვრჩებით" - ამირან და ავთანდილ წითლანაძეები
ბორჯომელ ტყუპ ძმებს ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება მიენიჭათ. 60 წლის მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობა დაასრულეს. ძმები წითლანაძეები ბორჯომსა და ბაკურიანში ხანძრებს 38 წლის განმავლობაში ებრძოდნენ. გაწეული მუშაობისთვის მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა და მაიორის წოდება გადასცა. რთული, საინტერესო და კურიზებით სავსე თავგადასავლები, ტყუპი ძმები მეხანძრე-მაშველებად მუშაობის წლებს იხსენებენ.



ამავე თემაზე:

ტყუპები სახანძროდან

Print