ახალი ამბები
წამახალისებელი ლატარია ვაქცინირებულებისთვის- რას ფიქრობენ ბორჯომში?
დღეიდან, 13 სექტემბრიდან, ვაქცინირებული პირების წახალისებისთვის ლატარია იწყება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი. გათამაშება იქნება ყოველდღიური, ყოველკვირეული და შემაჯამებელი. ყოველდღიურ გათამაშებაში იქნება 100 და 500-ლარიანი პრიზები.

რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებას, გათამაშდება 1 000-დან 10 000 ლარამდე თანხა. შემაჯამებელი გათამაშება კი გაიმართება 31 დეკემბერს, რომლის საპრიზო მოგება 100 000 ლარია.

ლატარიაში გამარჯვებულ მოქალაქეებს ტელეფონით დაუკავშირდებიან. მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდიდანაც. თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ლატარია წლის ბოლომდე გათამაშდება. არიან თუ არა მოქალაქეები ინფორმირებულები, რამდენად არის წამახალისებელი ეს ლაპატარია მათთვის და როგორ აფასებენ ახალ ინიციატივას ბორჯომში მცხოვრებლები?

Print