საზოგადოება
„ლატარიის კომპანია“ ყოველდღიურად გაათამაშებს ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის
დღეიდან დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია. „ლატარიის კომპანია“ ყოველდღიურად გაათამაშებს ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს.

ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, გათამეშების დროს თუნდაც ერთჯერადად აცრილი მოქალაქეები.

ლატარია გათაშდება ყოველ დღე, 12:00 საათზე ვებგვერდზე, რომლის მისამართია www.stopcov.lotto.ge -ზე. ყოველკვირეული, გათამაშება შედგება ორშაბათობით, ასევე 12:00-ზე.

ლატარიის გაათამაშება გაიმართება წლის ბოლომდე, კვირაში ერთხელ იქნება შემაჯამებელი გათამაშება. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო.


წყარო ,, რადიო თავისუფლება"



Print