ახალი ამბები
ბორჯომში კოსტავას ბაღის და მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო
ბორჯომში კოსტავას ბაღის და კოსტავას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე დემონტაჟი მიმდინარეობს.

კოსტავას მოედანზე ქვაფენილი მოეწყობა, სრულად განახლდება ფეხით სავალი ნაწილი.

პროექტის ბიუჯეტი 4 200 000 ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება


Print