საზოგადოება
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამაში 58 ინიციატივა დარეგისტრირდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რაც ბორჯომის მერიის პორტალზე საპროექტო იდეების დარეგისტრირებას გულისხმობდა. სულ ონლაინ მერიაში 58 საპროექტო განაცხადი შევიდა, როგორც ქალაქიდან, ასევე მუნიციპალიტეტის დაბებიდან და სოფლებიდან.

15 სექტემბრამდე მოხდება დარეგისტრირებული განაცხადების შესაბამისი კრიტერიუმებით გადარჩევა . ბორჯომის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის დასაფინანსებლად 320 ათასი ლარი გამოყო.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა ბორჯომში პირველად ხორციელდება USAID-ის კარგი მმართველობის პროგრამის (GGI) ტექნიკური მხარადჭერის ფარგლებში და მისი პარტნიორია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი.



Print