საზოგადოება
,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი“- საინფორმაციო კამპანია ბორჯომსა და ახალციხეში
„დაგეგმე შენი ბიუჯეტი“. ბორჯომსა და ახალციხეში საპროექტო იდეების მიღება 31 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი. მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საკუთარ სოფელში, უბანში, თემში რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელონ, საშუალება აქვთ, გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსება ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოიპოვონ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი პროგრამას წელს პირველად უერთდება და ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ბიუჯეტში გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად 320 000 ლარი გაითვალისწინა. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება USAID-ის კარგი მმართველობის პროგრამის (GGI) ფარგლებში და მისი პარტნიორია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი. სწორედ, პარტნიორი ორგანიზაციის მიერ საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს ქალაქსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან.
Print