ახალი ამბები
მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა ნინოწმინდის ქალაქსა და სოფლებში
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა გრძელდება. ონლაინ ფორმატის შემდეგ, აქტივობამ ქალაქისა და სოფლების ქუჩებში გადაინაცვლა. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა კარდაკარის პრინციპით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგად, გამოკვეთილ გამოწვევებს ადგილობრივები გაეცნენ და მათთვის პრიორიტეტული ის სამი საკითხი მონიშნეს, რომლის მოგვარებაც ყველაზე მეტად სურთ. ჩართულობა და ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო.

პროექტს თვითმმართველობა - ადგილობრივი თემისათვის „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ NDI-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Print