საზოგადოება
შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა.
2008 წლის, 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს,  17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა.

ბრძოლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ქართველი ჯარისკაცები ,შეიარაღებულნი იყვნენ მარტო ავტომატებით და ხელყუმბარებით, რუსები - მძიმე ტექნიკით. ქართველი გმირები საათისა და 20 წუთის მანძილზე უწევდნენ მტერს წინააღდეგობას. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით სხვადასხვა ქვემეხებით ტყვიამფრქვევებით დამთავრებული.

შინდისის გმირები - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Print