საზოგადოება
Facebook-მა დაბლოკა ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში
კომპანია Facebook-მა შეაჩერა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ რუსეთიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია.
“ფეისბუქის“ ინფორმაციით, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ.
დეზინფორმაციის კამპანია Facebook-ის და Instagram-ის გარდა მიმდინარეობდა ისეთ ინტერნეტ-პლატფორმებზე, როგორიცაა Reddit, Medium და Change.org.
ივლისში Facebook-იდან წაშალეს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართული 65 ანგარიში, ხოლო Instagram-იდან 243.

კომპანია Facebook-ის გლობალური საფრთხეების ანალიზის სპეციალისტის, ბენ ნიმოს განმარტებით, დეზინფორმაციის კამპანიის ორგანიზატორები ავრცელებდნენ ყალბ სტატიებს და პეტიციებს, რათა მოსყიდულ ინფლუენსერებს ეს მასალები თავის პოსტებში გამოეყენებინათ. ბენ ნიმომ ამ სქემას „დეზინფორმაციის სამრეცხაო“ უწოდა.

Print