საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.
ჩვენ ვუახლოვდებით არჩევნებს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატრაება. ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია",ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ჩავატაროთ თავისუფალი და კოვიდ უსაფრთხო არჩევნები. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა , მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ ახლა არჩევნებს ვუახლოვდებით, აქტიურ ფაზაში შევდივართ. გუშინ, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას ოფიციალურად გავაკეთებთ, უახლოეს დღეებში მინისტრს და ასევე კოლეგებს შეხვედრა ექნებათ ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩვენები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია.

ვინაიდან, ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მინდა, ჩვენ კანდიდატებს ვთხოვო, ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როდესაც მოსახლეობასთნ შეხვედრები ექნებათ, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ მათაც ანალოგიურად ატარონ აღნიშნულ შეკრებებზე პირბადე",-აღნიშნავს პრემიერი.


Print