საზოგადოება
„CENN-ის“ შეხვედრა ბორჯომში მოსახლეობასთან
დღეს, ბორჯომში, ადგილობრივებთან, ენერგო ეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ შეხვედრა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას სოფლად და რეგიონებში. ცნობიერების ამაღლების კამპანია თითოეულ მუნიციპალიტეტში ტარდება. შეხვედრა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „CENN-ის“ ორგანიზებით გაიმართა.

ექსპერტმა ,ზაალ ხელაძემ, მონაწილეებს დეტალურად გააცნო აღნიშნული ტექნოლოგიების, როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი სარგებელი. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა დაინტერესებულმა მხარეებმა, ადგილობრივი მოსახლეობის, მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ბორჯომის მსგავსად იმართება დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.


Print