საზოგადოება
ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
ბორჯომის ,, ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის პროცეს  სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნენ. ზურა ხაჩიძემ მოქალაქეებ ვაქცინაციის პროცესსში ჩართულობისაკენ მოუწოდა.

,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დღეს მოქალაქეებთან ერთად აიცრა 80 წლის ერუშ ტალახაძე. ხანდაზმულის თქმით, კორონავირუსის არ ეშინია, თუმცა პრევენციისთვის ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა.

ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად აცრა ბორჯომში 3 ვაქცინით, სინოფარმით,  სინოვაკით და ფაიზერით ხდება მთელი კვირის განმავლობაში. იმუნიზაციის ეფექტურად წარმართვისთვის სამედიცინო ცენტრს კიდევ ერთი კაბინეტი დაემატა. 

აცრებს ორი ჯგუფი აწარმოებს. საავადმყოფოს ეზოში მოწყობილია დაყოვნებისთვის განკუთვნილი სივრცე.
ვაქცინაციისთვის რეგიტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ იმუნიზაციის პორტალზე booking.moh.gov.ge
ასევე შეფიძლიათ მიმართოთ სამედიცინო ცენტრს და აგილზე დარეგისტრირდეთ.


Print