საზოგადოება
მსჯავრდებულმა მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე დრე დატოვა
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.
დაკავებული გამომძიებელი ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში ჩვენების იძულებით მიცემა, რაც გულისხმობს სასჯელს 2-დან 5 წლამდე ვადით.

Print